როგორ მუშაობს ჯავშანი — ინსტრუქცია ექიმებისთვის
-
პაციენტი ჯავშნის თქვენთან კონსულტაციას
პაციენტი შედის geomedi.ge-ზე, თქვენს პროფილზე. ირჩევს თქვენს მიერ მითითებულ თავისუფალ დროს, ავსებს მონაცემებს და იხდის კონსულტაციის საფასურს.
-
თქვენ იღებთ შეტყობინებას WhatsApp-ზე
როგორც კი პაციენტი დაჯავშნის თქვენთან კონსულტაციას, თქვენ ავტომატურად მოგივათ შეტყობინება WhatsApp-ზე (იმ ნომერზე, რომელიც განაცხადში მიუთითეთ), სადაც არის ვიზიტის თარიღი, დრო და ვიდეო-ზარის ბმული.
შეხსენების მიზნით, იგივე ბმული მოგივათ განმეორებით WhatsApp-ზე კონსულტაციამდე 1 საათით ადრე. ლინკი აქტიური ხდება კონსულტაციამდე 15 წუთით ადრე.
-
კონსულტაციის დრო
გახსენით WhatsApp-ში მიღებული ვიდეო-ზარის ბმული, ან შედით თქვენს პირად კაბინეტში geomedi.ge-ზე (რომელიც გამოგეგზავნათ იმეილზე, რეგისტრაციის დადასტურების შემდეგ), სადაც ასევე ნახავთ ყველა თქვენს ჯავშანს. მიღებულ ბმულზე დაკლიკებით, ჩაერთვებით პაციენტთან ვიდეო-კავშირში.
-
თქვენი პირადი კაბინეტი
ყველა მომავალ ჯავშანს და განვლილ კონსულტაციებს, თქვენი სამუშაო საათების მართვას და პაციენტების ჩანაწერების ნახვას შეძლებთ თქვენს პირად კაბინეტში (რომელიც გამოგეგზავნათ იმეილზე, რეგისტრაციის დადასტურების შემდეგ).